კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს კონფიდენციალურობის იმ ძირითად პრინციპებს, რომლებსაც gmp.admixeradvertising.com-იდან შეგროვებულ ინფორმაციასთან მიმართებაში ვიყენებთ.

კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზანია, მომხმარებლებს ინფორმაცია მიაწოდოს შეგროვებული მონაცემების ტიპებზე, მათი შენახვისა და დამუშავების ხერხებზე, მათი გამოყენებისა და გაზიარების მიზნებსა და, აგრეთვე, იმ გზებზე, რომლებითაც მომხმარებლების საკუთარი კონფიდენციალურობის შენარჩუნება შეუძლიათ.

 

მონაცემთა და პერსონალური ინფორმაციის შეგროვება

მონაცემთა შეგროვება. ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას (თქვენს გვარს, სახელს, იმეილს, კომპანიის სახელს, ტელეფონის ნომერს, კომპანიის ტიპს, პოზიციას, ქვეყანას), როცა ვებგვერდზე ონლაინ ფორმას ავსებთ.

მონაცემთა გამოყენება. შეგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ აპლიკაციაზე ან შეკითხვაზე საპასუხოდ, რომლებსაც ამ ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ ფორმით გვიგზავნით. შესაძლოა, ეს ინფორმაცია მარკეტინგული მიზნითაც გამოვიყენოთ.

ჩვენ გვაქვს Telegram-ის გვერდი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ telegram.org-ს საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკა აქვს, რომელსაც, შეგიძლიათ, აქ გაეცნოთ: https://telegram.org/privacy

 

ინფორმაციის გავრცელება. ჩვენ თქვენს ინფორმაციას მესამე მხარეზე არ გავცემთ. შესაძლოა, ის ჩვენს შვილობილ კომპანიებზე, კომპანიის განყოფილებებზე და სერვისის მომწოდებელ პარტნიორებზე გავცეთ, რომლებიც საკუთარ საქმიანობას gmp.admixeradvertising.com-ის პოლიტიკით წარმართავენ (მაგ. იმეილის სერვისები და CRM-ები), სპეციფიკურად ამ მონაცემთა შენახვის მიზნით. ამგვარ პროვაიდერებს მხოლოდ იმის უფლება აქვთ, თქვენი ინფორმაცია gmp.admixeradvertising.com-ისათვის სერვისების მიწოდებისას გამოიყენონ.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავამჟღავნოთ ან გავაზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია კანონის შესაბამისად, აქტივების კონსოლიდაციის, ორგანიზაციების გაერთიანების, აქტივების შესყიდვის ან გაყიდვის შემთხვევაში, აგრეთვე, ჩვენს უფლებათა დასაცავად და/ან სასამართლოში, ან სასამართლოს ბრძანების შესაბამისად. ახალი მფლობელების შემთხვევაში, მიიღებთ იმეილს, ან შეტყობინებას ჩვენს ვებგვერდზე თქვენი პერსონალური ინფორმაციის იმჟამინდელი გამოყენებისა და იმ სავარაუდო გზების შესახებ, რომლებითაც ის შესაძლოა მომავალში იქნეს გამოყენებული. 

ჩვენ აგრეთვე შეიძლება გავამჟღავნოთ თქვენი ინფორმაცია თქვენი ან სხვა ადამიანების დასაცავად, თაღლითობის აქტივობების გამოსაძიებლად, ან სახელმწიფოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში. ასევე, შესაძლოა, თქვენი პერსონალური ინფორმაცია მესამე მხარეებს გავუზიაროთ, თქვენი თანხმობის პირობით.

მესამე მხარის ვებგვერდები. ჩვენი ვებგვერდი შესაძლოა, შეიცავდეს მესამე მხარეთა ვებგვერდების ლინკებს, რომელთა უსაფრთხოების პოლიტიკა, შესაძლოა, განსხვავდებოდეს gmp.admixeradvertising.com-ისაგან. თუკი ამ ვებგვერდებზე თქენს პერსონალურ ინფორმაციას გაამჟღავნებთ, ისინი მათი უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად დამუშავდება. გირჩევთ, გაეცნოთ თანხმობის დეკლარაციას თითოეულ ვებგვერდზე, რომელზეც შედიხართ.

წვდომის უფლება. თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, gmp.admixeradvertising.com-ი მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, გვაქვს თუ არა შენახული თქვენი მონაცემები. შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ თქვენი პირადი ინფორმაციის გადასამოწმებლად, შესაცვლელად, ან წასაშლელად. მას შემდეგ რაც მოთხოვნა დამუშავდება, ჩვენ დაგიკავშირდებით.

 

არაპერსონალური ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება

მონაცემთა ავტომატური შეგროვება. როგორც ვებგვერდთა უმრავლესობა, ზოგიერთ მონაცემს ჩვენს ავტომატურად ვაგროვებთ. ეს მონაცემები მოიცავს IP მისამართებს, ბრაუზერის ტიპებს, ინტერნეტ-პროვაიდერის სახელს, ინფორმაციას იმ გვერდზე, რომლიდანაც მომხმარებელი ჩვენს ვებგვერდზე შემოვიდა და იმ გვერდზე, რომლიდანაც დატოვა საიტი; ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე შემოწმებულ კონტენტზე (HTML-გვერდები, გრაფიკული მასალები და სხვა); ინფორმაცია საოპერაციო სისტემაზე, დროსა და თარიღზე და სხვა ინფორმაციები ვებგვერდის ადმინისტრირებისა და ანალიზისათვის.

თრექინგის ტექნოლოგიები. ჩვენ, gmp.admixeradvertising.com და ჩვენი პარტნიორები ვიყენებთ მზა ჩანაწერებს (cookies) და სხვა ტექნოლოგიებს ტრენდების ანალიზისათვის, ვებგვერდის ადმინისტრირებისა და ვებგვერდზე მოხმმარებლის ქცევის მონიტორინგისათვის. ჩვენ ვიყენებთ მზა ჩანაწერებს, რომლებიც მცირე ტექსტური ფაილებია და მომხმარებლის კომპიუტერში ინახება. ეს ფაილები შეიცავს არაპერსონალურ ინფორმაციას ვებგვერდზე თქვენი ქცევის შესახებ. ჩვენს ვებგვერდი აგრეთვე იყენებს მის გვერდებში ჩაშენებულ ვებ-ნიშნებს. ვებ-ნიშნები საშუალებას გვაძლევს ვებგვერდის კონტენტის ოპტიმიზაცია მისი ეფექტურობის შესაბამისად მოხდეს. მზა ჩანაწერების გამოყენების მართვა თქვენი ბრაუზერით შეგიძლიათ. თუკი მზა ჩანაწერებს გათიშავთ, ჩვენი ვებგვერდის ზოგიერთი ფუნქცია, შესაძლოა, ხელმმისაწვდომი აღარ იყოს.

 

მონაცემთა მართვა

ჩვენ გაძლევთ საშუალებას, გქონდეთ წვდომა ჩვენ მიერ შენახულ თქვენს არაპერსონალურ ინფორმაციაზე, შეცვალოთ, ან წაშალოთ ის. უარის მექანიზმის მეშვეობით, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვენი ინფორმაციის შეგროვებისა და გამოყენების შეზღუდვა. ამ ინფორმაციას არავითარი მიზნისათვის არ ვიყენებთ, გარდა იმ მიზნებისა, რომლებისთვისაც ის თქვენი თანხმობის გარეშე იყო გამიზნული.

GDPR-ის თანახმად, EEA-ს მომხმარებლებს ვთავაზობთ მექანიზმს, რომელიც მათ აძლევს თავიანთ ინფორმაციაზე წვდომასა და მათი გადმოწერის, ან წაშლის უფლებას. 

 

მონაცემთა უსაფრთხოება

ყოველი ინფორმაცია დაცვის გავრცელებული სტანდარტების შესაბამისად ინახება. ჩვენ მონაცემთა შენახვისა და დამუშავების მაღალი დონის უსაფრთხოების მქონე სხვადასხვა ცენტრებს ვიყენებთ. ყოველი მონაცემის გადაცემა მხოლოდ ანონიმურად და დაშიფრულად ხდება.

თქვენს მონაცემებს იქამდე ვინახავთ, სანამ თქვენი ანგარიში ჩვენს სისტემააში აქტიურია, ან იმ პერიოდის განმავლობაში, რომელშიც ჩვენს სერვისს გაწვდით. თქვენს ინფორმაციას კანონისმიერ ვალდებულებათა შესაბამისად ვინახავთ, კონფლიქტური სიტუაციების გადაწყვეტისა და ჩვენი შეთანხმებების გადაცემის ჩათვლით.

 

მონაცემთა გაზიარება

ჩვენ მონაცემთა გარე გადამამუშავებლებთან ვმუშაობთ, რომლებსაც გარკვეულ მონაცემებს ვაწვდით, ჩვენი სერვისების გამართვის სანაცვლოდ.

თქვენი პერსონალური მონაცემები, შესაძლოა, გაგზავნილი და დამუშავებული იქნეს არა მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც ხართ. ამ ქვეყნების მონაცემთა დაცვის კანონები, შესაძლოა, განსხვავდებოდეს თქვენს ქვეყანაში არსებული კანონებისაგან და, ზოგიერთ შემთხვევაში, ნაკლებად დამცველობითი ბუნებისა იყოს. თუმცა, ჩვენ შესაბამისი უსაფრთხოების ზომები გვაქვს მიღებული, რათა უზრუნველყოფილ იქნეს, რომ თქვენი მონაცემები ამ უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად იქნება დაცული.

ინფორმაცია მონაცემთა დაცვისა და იმის შესახებ, თუ როგორ ამუშავებენ ეს კომპანიები თქვენს მონაცემებს თითოეული სერვისისათვის, შეგიძლიათ იხილოთ ამ კომპანიების ვებგვერდებზე: https://voluum.com/privacy-policy/

 

ცვლილებები ჩვენს უსაფრთხოების პოლიტიკაში

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკა, შესაძლოა, შეიცვალოს. ამ შემთხვევაში, განახლებული ინფორმაცია ამჟამინდელი პოლიტიკის გვერდზე გამოქვეყნდება.