
Google-ისა და Admixer Advertising-ის ორგანიზებით, ქართველი აუდიტორიისთვის პირველად გაიმართება უფასო ვებინარი Google Analytics 360-ის გამოყენების შესახებ.
ვებინარზე Google-ისა და Admixer Advertising-ის ექსპერტები ისაუბრებენ Google Analytics 360-ის ძირითად უპირატესობებზე, გაგიზიარებენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმატებულ ქეისებს, რომლებიც უკვე იყენებენ ამ პლატფორმას თავიანთ საქმიანობაში და ასევე, ვიზუალურად გაჩვენებენ, როგორ ეხმარება GA360 ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციას და ზუსტი ანალიტიკის მიღებას უმოკლეს ვადებში.
ვებინარზე დასწრება უფასოა, თუმცა აუცილებელია გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია. ვებინარზე დასასწრები ბმული რეგისტრაციის შემდეგ გამოგიჩნდებათ კალენდარში. ექსპერტების პრეზენტაციების შემდეგ, გექნებათ შესაძლებლობა, დაუსვათ მათ კითხვები და მიიღოთ პრაქტიკული რჩევები Google Analytics 360-ის გამოყენების შესახებ.




